საკრებულოს სხდომა არის ღია, თუ მერიაში შეშვებაზეა საუბარი, იქ თუ იყო გარკვეული საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ეს შეიძლებოდა გამხდარიყო შესაბამისი შეზღუდვის საფუძველი, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, დეტალები მე არ ვიცი სამწუხაროდ, ამ საკითხის. თუ იყო დეპუტატების უფლებები შეზღუდული, ამით დავინტერესდები და, რა თქმა უნდა, რეაგირება საჭიროების შემთხვევაში გვექნება, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი.
tbl.ge/2jcw
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მერიასთან ენმ-ის აქციის შესახებ, სადაც წვრლიმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის, ექვსი პირი დააკავეს. პარტიის საკრებულოს და პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი კორდონის გარღვევას და მერიაში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცათ.
ამავე თემაზე
- ქუცნაშვილი: არა მგონია, კაცებზე გადაძრომა დეპუტატისთვის შესაფერისი საქციელი იყოს
- წულუკიანი: საკრებულოსთან ზოგიერთი დეპუტატი ისე იქცეოდა, გაოცებული ვარ
- საკრებულოსთან, ენმ-ის აქციაზე, ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავეს
- საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ორი წევრი დააკავეს
- ხაბეიშვილი მერიას: შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა