საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: ლტოლვილის სტატუსზე პირს უარი დაუსაბუთებლად და უკანონოდ უთხრეს

საქართველოს სახალხო დამცველი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. შესაბამისი რეკომენდაციით უჩა ნანუაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს უკე მიმართა.

ომბუდსმენი ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლებასაც ითხოვს.

"საქმის მასალების გაცნობისა და შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება; ამასთანავე, მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული; სამინისტრომ, სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილად ცნობის საკითხი", - აცხადებს ომბუდსმენი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს სახალხო დამცველმა კიდევერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ნიგერიის მოქალაქეს მართლსაწინააღმდეგოდ შეეზღუდა საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება, რუსეთის ორ მოქალაქეს კი საქართველოს მოქალაქეობის უფლება.

კომენტარები