არჩევნები 2017

კალაძე: ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში?

უბრალოდ, მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში. არის 7 ოპოზიციური კანდიდატი მერობის, რომლებიც წარმოდგენილები არიან, ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში და რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ, ან რატომ არ უნდა დავჯდე, მაგალითად, კახა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან? არ მესმის

TV პირველის ეთერში თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატი დებატებში გამოიწვია

კომენტარები