GOT

GOT-ის მსახიობები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი დაქორწინებას აპირებენ

Getty Images

"სამეფო კარის თამაშების" მისახიობები კიტ ჰარინგტონი, იგივე ჯონ სნოუ და როუზ ლესლი, წითური იგრიტი დაქორწინებას აპირებენ. ამის შესახებ ჟურნალ Times-ში დაიწერა.თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის იგეგმება ქორწილი.

ჟურნალ lifestylemug-ის ცნობით, ჯონ სნოუმ იგრიტს ხელი რომანტიულ ვახშამზე სთხოვა და იგრიტიც მაშინვე დათანხმდა.

კიტ ჰარინგტონსა და როუზ ლესლის ერთმანეთი 2012 წელს, სერიალის გადასაღებ მოედანზე შეუყვარდათ. GOT-ის ფანებს კარგად ახსოვთ წყვილის სასიყვარულო ისტორია სერიალიდან.

ჯონ სნოუს თქმით, მარტივია ადამიანის შეყვარება მაშინ, როცა ის უკვე გიზიდავს და შემდეგ მასთან ერთად სასიყვარულო სცენების გადაღება გიწევს.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალში სასიყვარულო ისტორია მეოთხე სეზონის ბოლოს ტრაგიკულად დასრულდა, რეალურ ცხოვრებაში ვარსკვლავური წყვილი 2017 წლის მაისის შემდეგ ერთად ცხოვრობს.

კომენტარები