ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ოკუპირებულ სოფელ ერედვს რუსული დაფინანსებით "სამშენებლო ნაგვისგან" წმენდენ

ГТРК Ир

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ე.წ რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (инвестиционная программа социально- экономического развития Южной Осетии) 2017 წელს ოკუპირებულ სოფელ ერედვს ნანგრევებისგან გაწმენდენ. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის სამთავრობო ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში თქვეს. ტელეკომპანიის ცნობით, სამშენებლო კომპანია "შანსმა" ორი კვირის განმავლობაში ერედვის ტერიტორიის ნახევრის სამშენებლო ნაგვისგან გათავისუფლება შეძლო". 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მშენებლობის მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ვალერი კოკოევმა ტელეკომპანიას უთხრა, რომ ტერიტორია სულ 268 სახლიდან უნდა გაიწმინდოს, მათგან 163 კი უკვე "მოსწორებულია". გათავისუფლებულ ტერიტორიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცემენ. კოკოევის თქმით, ეს სამუშაოები იმისთვის ტარდება, რომ იქ მცხოვრებლებმა მიწის დამუშავება შეძლონ.
 


ფოტო: ГТРК Ир


ფოტო: ГТРК Ир


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამა (инвестиционная программа социально- экономического развития Южной Осетии) რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2017 წელს ამისთვის 4.2 მილიარდი რუსული რუბლია (70 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფილი. მთლიანობაში სეპარატისტული რეგიონის ბიუჯეტი 8,1 მილიარდი რუბლია. 

ერედვი გორის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც, ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ის 2008 წელს, რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის დროს რუსული ბომბდამშენებით მიერ რამდენჯერმე დაიბომბა. ოკუპანტებმა გადაწვეს სახლებიც. ე.წ სამხრეთ ოსეთის "რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის" ფარგლებში სოფელ ერედვს რუსული დაფინანსებით, სწორედ ამ ნანგრევებისგან წმენდენ. 

კომენტარები