კრიმინალი

ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება-გაუპატიურებისთვის ინტერპოლის ძებნილი დააკავეს

ქართველმა სამართალდამცველებმა პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულ ქალს ბრალად ედება საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 222–22, 222–23, 222–24, 227–22 და 227–23 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ბავშვთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, პორნოგრაფიის გავრცელებასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

"დაკავებული პირის მიმართ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება" - აცხადებს შსს.

კომენტარები