საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოში ტოტი, რივალდო, დიდა, მალდინი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები ითამაშებენ

gff.com

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, თბილისს ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. მათ შორის იქნებიან ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადეს.

ფეხბურთელები არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩამოდიან. მათგან უმრავლესობა ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელია.

საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება. ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

კომენტარები