მე პოლიტიკური მიმომხილველი არ ვარ და მე ადრეც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ჩვენი მეგობრული ქვეყნის, უკრაინის შიდა საქმეებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს ქართველმა პოლიტიკოსმა ჩვეულებრივ ვითარებაში და არ ვაპირებ არანაირ სპეკულირებას, იქ რა მოხდება. არსებობს გამონაკლისი ძალიან აშკარა ვითარებები და ასეთი ვითარება იყო ახლა, როცა სცადეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოცილება უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებული გზით - მოქალაქეობის ჩამორთმევით. ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით. ამაზე მეტს მე არ ვიტყვი. მე არ ვეთანხმები იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც პოროშენკოს პუტინის მოკავშირეებს უწოდებენ და მიწაში დებენ ჩვენი მეგობრული ქვეყნის პრეზიდენტს
tbl.ge/2i03
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში პასუხობს ინგა გრიგოლიას შეკითხვას, თუ სად ხედავს მიხეილ სააკაშვილის მომავალს - უკრაინულ პოლიტიკაში თუ "მატროსოვის" ციხეში
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




