სტიქია

ქარიშხალმა ირმამ კარიბის ზღვის კუნძულებს დიდი ზარალი მიაყენა

AFP/Getty Images

ქარიშხალმა ირმამ კარიბის ზღვის კუნძულებს დიდი ზარალი მიაყენა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერარდ კოლომბის განცხადებით, კუნძულ სან მარტინზე შენობების უმრავლესობა განადგურებულია. წყალდიდობის შედეგად კი დატბორილია სენ მარტინისა და სენ ბართლემის კუნძულები. ასევე გათიშულია ელექტრო ენერგია.

ფლორიდაში, პუერტო რიკოსა და აშშ-ს ვირჯინიის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცდახდებული. ფლორიდის გუბერნატორის, რიკ სკოტის განცხადებით, ქარიშხალი ირმას მარშრუტი უცნობია, მაგრამ შესაძლებელია შტორმმა ფლორიდის მცხოვრებლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

ამერიკის ხელისუფლების განმარტებით, მეხუთე კატეგორიად შეფასებული ქარიშხალი ირმას სიჩქარე საათში 185 მილს აღწევს.

კომენტარები