მიანმარი

ერდოღანმა მიანმარი მუსლიმთა გენოციდში დაადანაშაულა

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიანმარი როჰინჯას მუსლიმების წინააღმდეგ გენოცდში დაადანაშაულა. ჩრდილო-დასავლეთ რაკხაინის პროვინციაში აგვისტოს ბოლოს ესკალირებული ძალადობის შედეგად 400 ადამიანია გარდაცვილი. ათობით ათასმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა თავი მეზობელ ბანგლადეშს შეაფარა.

ერდოღანის განცხადებით ის ამ საკითხს ამ თვეში ნიუ-იორკში გასამართ გაეროს სხდომაზე დააყენებს. მისივე თქმით ის უკვე ესაუბრა გენერალურ მდივანს და სხვა მუსლიმ ლიდერებს.

მიანმარის უსაფრთხოების ძალების განცხადებით თავდასხმები როჰინგიას წარმომადგენლებმა დაიწყეს. თავდაპირველად ისინი 30 პოლიციის შენობასდაესხნენ თავს, რასაც არმიის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა.

როჰინგიას დამცველები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ სოფლებს, დაწვეს სახლები და ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას.

ძალადობისგან თავის დასაღწევად პროვინცია 20,000-მდე ადამიანმა დატოვა, თუმცა მათ ბანგლადეშის საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლეს. ბანგლადეშში მიანმარიდან გაქცეული 400,000-ზე მეტი მიგრანტი აფარებს თავს და მათი განცხადებით მეტი ლტოლვილის შეფარება აღარ შეუძლიათ. გავრცელებული ცნობით ქვეყნების საზღვარზე მდინარის გადაკვეთის მცდელობისას ათობით ადამიანი დაიხრჩო.

მიანმარმა ზოგიერთ რეგიონში გაეროს დახმარების მისიებიც დაბლოკა, შედეგად ათასობით ადამიანს სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება ვეღარ მიეწოდება. რთული ვითარებაა მიანმარის და ბანგლადეშის საზღვარზეც, სადაც ზოგიერთი ცნობით 20,000-მდე ადამიანია ჩარჩენილი. მათი თქმით ამ ტერიტორიაზე რთულია დამხარების მიწოდება. გაუარესებული სანიტარული პირობების გამო გაზრდილია დაავადებების გაჩენის რისკი, რასაც თან ერთვის სამედიცინო პრეპარატების ნაკლებობა.

კომენტარები