ხანძარი კახეთში

კახეთში თელავი-ართანას ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენია ჩართული

შსს

კახეთში თელავი-ართანას ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამი ვერტმფრენია ჩართული. როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ტაბულას-ს უთხრეს, ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველია მუშაობს და სამუშაოებში ავიაციის ჩართვა რთული რელიეფის გამო გახდა საჭირო. ართანას ტყეში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, ფოთლოვანი ტყე იწვის და ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები