ხანძარი კახეთში

კახეთში თელავი-ართანას ტყეში ხანძარია

კახეთში თელავი -ართანას ტყეში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი არის გასული. ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია და საკმაოდ რთულად მისადგომი ადგილია. ხანძრამდე ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელია, რის გამოც მეხანძრეებს ადგილამდე მისასვლელად ფეხით მოუწევთ რამდენიმე კილომეტრის გავლა. 

კომენტარები