ხანძარი კახეთში

საგანგებო: შილდასთან ტყეში ცეცხლის ქრობის სამუშაოები გრძელდება, კერებამდე გზა გაგვყავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. 

განცხადების მიხედვით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

"მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური.

ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები