ქართული ოცნება

ქართული ოცნება R2-ს: ჩვენი გუნდის არცერთ დეპუტატს პრემიის სახით 1 თეთრიც არ აუღია

41.ge

მმართველი გუნდი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გუშინ პარლამენტის დეპუტატების ხელფასებთან და პრემიებთან დაკავშირებით გავრცელებულ სიუჟეტზე 8-პუნქტიან განცხადებას ავრცელებს. 

ქართული ოცნების განცხადებით, ტელეკომპანიის სიუჟეტში გადმოცემული იყო "რამდენიმე არასწორი ინფორმაცია".

გთავაზობთ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"1. დეპუტატების პრემიებზე საუბარი არის ცრუ ინფორმაციის გავრცელება სიუჟეტის წყაროს მხრიდან, ვინაიდან ,,ქართულიოცნების’’ მმართველობის პერიოდში არასდროს, არც ერთ დეპუტატს პრემიის სახით არ მიუღია არც ერთი თეთრი.

2. პარლამენტის თავმჯდომარის და ვიცე-სპიკერების მიერ დანამატის სახით თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობის აღებაზესაუბარი, როგორც ეს სიუჟეტში იყო ნათქვამი, არის ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება - თანამდებობრივი დანამატიგანისაზღვრება დეპუტატის საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით, არის ფიქსირებული და არ იცვლება თვიდან-თვემდე, არარის დამოკიდებული რაიმე სუბიექტურ ფაქტორზე და წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს.

3. არასწორია ტერმინი ორმაგი ხელფასის ოდენობის დანამატი. აქვე განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ თანამდებობრივი სარგო დადანამატი, ორივე მათგანი წარმოადგენს შრომის ანაზღაურების კომპონენტებს და ამ ტერმინებით მანიპულირება, რბილად რომვთქვათ სწორი არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორისაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შრომის ანაზღაურება და მისი ოდენობა 2008 წლიდან არ შეცვლილა.

4. რესპოდენტი საუბრობდა ავტომანქანებზეც - თუ დეპუტატს არ უკავია რომელიმე მაღალი საპარლამენტო თანამდებობა, მასსაერთოდ არ ემსახურება სამსახურეობრივი ავტომობილი.

5. პარლამენტში არ არსებობს პრივილეგირებული დეპუტატი. ესეც ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციაა. ბუნებრივია, საპარლამენტოთანამდებობის პირებს აქვთ სხვა დეპუტატებთან შედარებით მაღალი შრომის ანაზღაურება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქაცსაუბარია მცირედ განსხვავებაზე.

6. საუბარი იყო აგრეთვე დეპუტატების პასიურ მონაწილეობაზე პარლამენტის საქმიანობაში და რომ დეპუტატების 70% არც ერთიკანონის ინიციატორი არ არის, რაც ასევე არასწორი ინფორმაციაა. მაგალითისთვის: კონსტიტუციის ახალი პროექტის ინიცირებამოახდინა 108 დეპუტატმა. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში, რაიმე დაზუსტება საჭირო აღარ არის.

ზოგადად, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული, რატიფიცირებული და მიღებული იქნა 395 კანონი, 1183 დადგენილება, 43 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია. აბსოლუტურად ყველა დეპუტატი მონაწილეობას იღებს საკომიტეტომოსმენებსა და პლენარულ სხდომებში, ასევე აქტიურადაა ჩართული კომიტეტების, ფრაქციების და კომისიების მიერ დაგეგმილღონისძიებებში, შესაბამისად, სრულად არიან ჩართულნი საკანონმდებლო საქმიანობაში. ასევე, მაჟორიტარი დეპუტატებისხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობენ მაჟორიტარის ბიუროები რაიონებში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმეერთეული დეპუტატი ოპოზიციის რიგებიდან, რომლებიც საერთოდ არ დასწრებიან კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებს.

7. სიუჟეტში საუბარი იყო კონკრეტულ დეპუტატზე მიხეილ ყაველაშვილზე. თითქოს მან დეკემბრის თვის დანამატის სახით 4886 ლარი მიიღო, რაც ასევე არასწორი ინფორმაციაა, რადგან არა თუ მხოლოდ დანამატი, არამედ მიხეილ ყაველაშვილის შრომისანაზღაურება მთლიანად შეადგენს ნაკლებს (თუ მსგავსი ანაზღაურება დაუფიქსირდა რომელიმე დეპუტატს, ეს შეიძლება მოხდესერთადერთ შემთხვევაში - როდესაც რაიმე გარემოების გამო მან მომდევნო თვეში მიიღო წინა თვეში მიუღებელი შრომისანაზღაურება ან მისი ნაწილი და ამ ფაქტით მანიპულირება ასევე მიუღებელია).

8. არასწორი ინტერპრეტირება ქონდა მიცემული წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯების საკითხსაც. წარმომადგენლობითიხარჯი წარმოადგენს არა მხოლოდ კვების ხარჯს, არამედ, გარდა ამისა, მოიცავს მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებისტრანსპორტირების, სასტუმროს, დახვედრის ღონისძიებების და სხვა პროტოკოლურ ხარჯებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდაისეთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები როგორიცაა: ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ამბასადორიალი 2017 და სხვა.

რეალური სამივლინებო 888 386 ლარიდან (ფრაქციების სამივლინებო ფონდებისა და დელეგაციების ფონდიდან დახარჯულიჯამური ოდენობა) 201 391 ლარი დაიხარჯა ოპოზიციის მიერ. დელეგაციების ფონდებიდან დაფინანსებული მივლინებებიემსახურება პარლამენტის წევრების მონაწილეობას ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს ვიზიტებში. ასევე ნიშანდობლივია, რომოპოზიციური ფრაქციების სამივლინებო ფონდების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გახარჯულია, ხოლო, მაგალითისთვის, ფრაქცია„ქართული ოცნების“, რომელიც შედგება 86 დეპუტატისგან და წარმოადგენს ყველაზე მსხვილ საპარლამენტო ფრაქციას, დღეისმდგომარეობით სამივლინებო ფონდის მხოლოდ 21% არის ათვისებული".

განცხადების ბოლოს, ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს ფლობდეს რეალურ ინფორმაციას.

"ვადასტურებთ რა უდიდეს პატივისცემას აბსოლუტურად ყველა მედიასაშუალების და ჟურნალისტის მიმართ, მივმართავთთხოვნით ნებისმიერ მათგანს, საზოგადოებას ნუ მიაწვდიან არასწორ, დაუზუსტებელ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას, ვინაიდან საბოლოო ჯამში ამის შედეგი გახლავთ საზოგადოების წევრების არასწორი ინფორმირებულობა, რაც თავის მხრივ, მოცემულ შემთხვევაში, არის დარტყმა პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები