დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

აშშ-ის სენატმა FBI-ს დირექტორის პოსტზე კრისტოფერ რეის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კრისტოფერ რეი (2003 წელი)
Reuters

აშშ-ის სენატმა gამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ახალ დირექტორად კრისტოფერ რეი დაამტკიცა. 

რეის გამოძიების პოსტზე დანიშვნას მხარი 92 სენატორმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრისტოფერ რეის კანდიდატურა 7 ივნისს, ჯეიმს კომის გაათავისუფლების შემდეგ წარადგინა.

რეი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, 2003-05 წლებში იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები