ჯორჯ კლუნი

ჯორჯ კლუნი შვილების ფოტოების გამოქვეყნებისთვის ფრანგულ გამოცემას ჩივილით ემუქრება

Getty Images

ჯორჯ კლუნი ფრანგულ გამოცემას Voici, მისი ტყუპი შვილების ფოტოების გამოქვეყნების გამო, სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

ივნისში დაბადებული ტყუპები მშობლებთან ერთად იტალიაში, საკუთარ სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ფოტოები გადაუღეს.

მსახიობის თქმით, Voici-ის ფოტოგრაფები მისი სახლის „კედლებზე ძვრებოდნენ, ხეებზე ადიოდნენ და მათ სახლში მყოფ ბავშვებს ფოტოებს უკანონოდ უღებდნენ“.

კლუნი ამბობს, რომ „სააგენტო და გაზეთი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ამას ბავშვების უსაფრთხოება მოითხოვს“.

თავის მხრივ, Voici აცხადებს, რომ ეს ფოტოები კლუნებსა და მათ შვილებს საფრთხეს არ უქმნის, მათი გამოქვეყნება კი საზოგადოების ინტერესში იყო.

გამოცემამ ფოტოები პარასკევს დაბეჭდა. Voici-ის მტკიცებით, ეს ელასა და ალექსანდრეს პირველი ფოტოებია.

კომენტარები