განზრახ მკვლელობის მცდელობა

სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 22 საათზე, ქ.სამტრედიაში დ.ქ.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა თ.გ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თ.გ.-ს დანით გულმკერდის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ინფორმაციით, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად თ.გ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

"სამართალდამცველებმა დ.ქ. 2017 წლის 11 იანვარს ქ.სამტრედიაში, პოლიციის შენობაში გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრხ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები