ე.წ. ციანიდის საქმე

მეუფე პეტრე: თეთრუაშვილს შეუძლია ცილისწამებებით ადამიანის არსებობას შეუშალოს ხელი

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა

ე.წ ციანიდის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მისცა. სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, კითხვაზე - "შეეძლო თუ არა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის კარიერული წინსვლისთვის ხელი შეეშალა?" მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ თეთრუაშვილს ცილისწამებებით ადამიანის არსებობისთვის ხელის შეშლაც შეუძლია.

"მას [შორენა თეთრუაშვილი] მხოლოდ შეუძლია ცილისწამებებით შეუშალოს ხელი ადამიანის არსებობასაც კი. მას შეუძლია მხოლოდ ცილისწამებები, ინტრიგები ხლართოს და ამით ადამიანი დაამძიმოს", - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასმართლოში დაკითხეს. თეთრუაშვილმა არც დაკითხვამდე და არც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან არ ისაუბრა.

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ დეკანოზი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა.

კომენტარები