სიმსივნე

ფილდზის მედლის მფლობელი პირველი ქალი მირიემ მირზახანი გარდაიცვალა

Stanford University

ირანელი მათემატიკოსი ქალი მერიემ მირზახანი მკერდის სიმსივნესთან 4-წლიანი ბრძოლის შემდეგ, 40 წლის ასაკში აშშ-ის ერთერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

მირზახანმა ირანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 1999 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც 2004 წელს დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში მათემატიკის დარგში დაიცვა. გარდაცვალებამდე ის აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა.

მირზახანმა შექმნა ისტორია, რადგან ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ფილდზის მედალი (ე.წ ნობელის პრემია მათემატიკოსებისთვის) მიიღო.

კომენტარები