ელექტრომობილი

თელავიდან ბათუმამდე ელექტრომობილების დამტენი ქსელი შეიქმნება

ბათუმი
georgia.travel

თელავიდან ბათუმამდე 463 კილომეტრია, Galt & Taggart-ის ცნობით, ამ მანძილზე ელექტრომობილების დამტენი ქსელის შექმნა იგეგმება. დამტენი ქსელი ქვეყნის მასშტაბით, გაზგასამართ სადგურებთან, სასტუმროებთან და სუპერმარკეტებთან მოეწყობა. 2017 წლის ბოლომდე კი არსებულ სადგურებში დატევნა უფასოა. 

"იგეგმება საქართველოს მასშტაბით ელექტროდამტენების დაყენება, რაც ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელებს საშუალებას მისცემს შეუჩერებლად იმგზავრონ თელავიდან ბათუმამდე.

პროექტის ინიციატორია E-space, ხოლო მხარდამჭერი - m2 უძრავი ქონება. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უკვე დაყენებულია 20 დამტენი. m2 უძრავი ქონება დაფარავს 100,000 ევროს კაპიტალურ ხარჯს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე განვითარებას.

E-space 2017 წლის ბოლომდე გეგმავს ასამდე ელექტროდამტენის დაყენებას პარტნიორი კომპანიების გაზგასამართ სადგურებზე, სასტუმროებთან და სუპერმარკეტებთან. ელექტროდამტენების გამოყენება უფასოა მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2018 წლიდან დაწესდება მინიმალური ტარიფი, რომელიც დაფარავს სარემონტო და მიმდინარე დანახარჯებს", - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში. 

კომენტარები