პოლიციის ძალადობა

სექსმუშაკი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

ლიბერალი

21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსს და ამავე განყოფილების ორ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს.

“თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე წერს, რომ შემთხვევა დღეს, დილის 5 საათზე მოხდა. ბერიანიძის ცნობით, ქალი ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოშია, მას თავის ტვინის შერყევა დაუდგინეს.

„დღეს დილით დამირეკა ჩემთვის უცნობმა პირმა. მითხრა, რომ თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში არის პოლიციელების მიერ ნაცემი ქალი. მივედი და მართლაც დამხვდა 21 წლის ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, სისხლჩაქცევების, შეშუპელი ქსოვილების სახით. მუხლებზე კანი გადაცვქლეფილი, სისხლიანი. თავზე მრავლობითი კოპი, ამოგლეჯილი თმის ადგილი მკვეთრად გაწითლებული“, - წერს ლევან ბერიანიძე საკუთარ FB-გვერდზე.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებაში ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები