ფინანსური პოლიცია

გიორგი ბადაშვილმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

news.ge

გიორგი ბადაშვილმა შესაძლოა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვოს. როგორც ტაბულას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, ბადაშვილი ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება თუმცა "განიხილება მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანის საკითხი“.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციითვე, დარჩება თუ არა ბადაშვილი თანამდებობაზე, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ხვალ გაკეთდება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე, გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უფროსად ის 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა. 

კომენტარები