აშშ

აშშ ვიზის გაცემას ამკაცრებს, ახალი აპლიკაციით 15 წლის დეტალური ინფორმაცია მოითხოვება


ფოტო: Reuters

სოციალური ქსელების მისამართები, ყველა ელექტრონული ფოსტა, რომელიც აპლიკანტს ბოლო 15 წლის მანძილზე ეკუთვნოდა, ყველა სამუშაო ადგილი, სადაც აპლიკანტი ბოლო 15 წლის მანძილზე მუშაობდა და სხვა - არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილი ვიზის განახლებული კითხვარის ნაწილი.

ვიზის აპლიკაციის ახალი კითხვებით (PDF დოკუმენტი) საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ში გამგზავრების მსურველს მოსთხოვენ ყველა ძველი პასპორტის ნომრებს, ასევე სახელებს, რომლითაც ისინი სოციალურ ქსელებში არიან დარეგისტრირებულები.

სავიზო მოთხოვნების გამკაცრების გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო. მისი თქმით, რეგულაციები ქვეყნის უსაფრთხოების ამაღლებისთვისაა მნიშვნელოვანი. ტრამპმა ინაუგურაციიდან მალევე ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქისთვის სამგზავრო აკრძალვა დააწესა, რაც სასამართლომ უკანანოდ ცნო და გააუქმა.

აპლიკანტებისთვის ამ დამატებითი კითხვების შევსება აუცილებელი არაა, თუმცა მათი შეუვსებლად დატოვების შემთხვევაში, ამან ვიზის მიღებაზე შეიძლება იმოქმედოს. 

კომენტარები