ფლორიდაში, სარასოტას ოლქის ქალაქ ვენეციაში მცხოვრებს საკუთარ აუზში 2 მეტრზე მეტი სიგრძის ალიგატორი დახვდა. რეპტილია წყლიდან პოლიციამ ამოიყვანა.
სარასოტაში მოსახლეობას აფრთხილებენ, შეამოწმონ საკუთარი საცურაო აუზები, სანამ მასში გადახტებიან.
სარასოტას პოლიციამ აუზიდან ალიგატორის ამოყვანის ვიდეოც გაავრცელა.