ფლორიდის მაცხოვრებელ 77 წლის ქალს 31 მაისს გამთენიისას სახლის სამზარეულოში 3.5 მეტრის სიგრძის ალიგატორი დახვდა.
CNN-ის ცნობით, მერი ვისჩუსენი დაახლოებით 3:30 ხმაურმა გააღვიძა და მიზეზის გარკვევისას უზარმაზარ ქვეწარმავალს წააწყდა. ალიგატორი სამზრეულოში დაბალი ფაჯრებიდან შეიჭრა.
„ისე მიყურებდა თავისი ლამაზი სახით, თითქოს საკუთარ სახლში იყო“ - უთხრა ქალმა მედიას. მისივე თქმით, მოხარულია, რომ ალიგატორი მის საძინებელშიც არ შეიჭრა, სადაც ის მაშველების მოსვლას ელოდა.
პოლიციის ცნობით, ალიგატორი სახლიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და მას კერძო ფერმაში გაუშვებენ.