ტერაქტი მანჩესტერში

მანჩესტერ არენაზე მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ccianhopkins / twitter.com

მანჩესტერის პოლიციის უფროსმა, იან ჰოპკინსმა Manchester Arena-ზე მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

"ჩვენ ამ დროისთვის, დამატებითი ცნობების მიღებამდე, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ვანიჭებთ. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. გამოძიებაში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება", - აღნიშნა იან ჰოპკინსმა.

მანჩესტერის პოლიციის უფროსმა დაადასტურა ცნობა, რომ არენაზე დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

მანჩესტერ არენაზე მომხდარ სავარაუდო ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. აფეთქება ადგილობრივი დროით, 22:30 საათზე მოხდა.

კომენტარები