რეგულაციები

კობახიძე მიწის საკითხზე: სტრატეგიული ეროვნული ინტერესი აუცილებლად იქნება დაცული

კონსტიტუციაში შედის ცვლილება მიწასთან დაკავშირებით. კერძოდ, მიწა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი და გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ორგანული კანონით წესრიგდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთის მხრივ, არ შევზღუდოთ ის პოზიტიური ინვესტიციები, რომელიც შემოდის საქართველოში, მათ შორის, აგრარულ სფეროში და ასევე, ეს მოგვცემს ამ საკითხის სათანადოდ რეგლამენტირების საშუალებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს კერძო პირის მიერ საკუთარი მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ახალ რეგულაციებზე

კომენტარები