რეგულაციები

გაბუნია: ბიზნესგარემოში რეგულაციების მოხსნა არ იგეგმება

ბევრი შეზღუდვა უკვე მოიხსნა, დანარჩენი შეზღუდვების მოხსნა მოხდება ეპიდემიოლოგიური სურათის მიხედვით. რაც შეეხება იმ რეგულაციებს, რომლებიც არის ბიზნესგარემოში უსაფრთხო ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის. ეს რეგულაციები გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ჩვენ ეპიდემიურ რეჟიმში დიდხანს მოგვიწევს კიდევ ყოფნა, სულ მცირე, წელიწადნახევარი მაინც. ეს უკვე არის ის სტანდარტული რუტინა ბიზნესგარემოში, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ ზოგადად რეგულაციების მოხსნაზე, რეგულაციების მოხსნა, მცირე შეზღუდვები რჩება გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც ისევ ეპიდემიოლოგიური მიზნებიდან გამომდინარეა.....

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. 

კომენტარები