NDI-ის კვლევა

კობახიძე NDI-ზე: ეს კვლევები მუდმივად ცდება იმ რეალობას, რომელიც გვაქვს

ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევასთან დაკავშირებით და აქაც შეგვიძლია, იგივე განცხადება გავაკეთოთ. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა რომელიც ტარდება CRRC-ის მიერ და ამის მთავარი მიზეზი არის რადიკალური აცდენა მათ შედეგებსა და იმ რეალობას შორის, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, გახსოვთ, რომ საარჩევნო კუთხითაც არის მუდმივად აცდენილი ეს კვლევები იმ რეალობას, რომელიც გვაქვს ქვეყანაში

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შეფასება NDI-ის კვლევაზე

კომენტარები