უბედური შემთხვევა

ტყიბულში მინდელის მაღაროში 4 მეშახტე მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა

ambebi.ge

ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენელი ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ტაბულასთან საუბრობს. 

"ჯერჯერობით გაურკვეველი სიტუაციაა. შახტაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. 4 ზეინკალი მუშაობდა. როგორც ჩანს, ბაგირმა ვერ გაუძლო და გადავარდა",-აღნიშნავს ერთერთი დასაქმებული, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ტყიბულში მინდელის მაღაროში 4 მეშახტე მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა. ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამსახურში უთხრეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია როგორც სამაშველო ბრიგადები, ასევე სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში დამატებითი სამაშველო ჯგუფი თბილისიდან ტყიბულისკენ მიემართება.

კომენტარები