საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

ლე პენი: მოვიგებ საპრეზიდენტო რბოლას, შესაბამისად, გაიმარჯვებს ფრანგი ხალხი

მარინ ლე პენი

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენის თქმით, დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს. 

"მე მოვიგებ ამ საპრეზიდენტო რბოლას, შესაბამისად, გაიმარჯვებს ფრანგი ხალხი. ყოველთვის ვამბობდი, რომ არაფერს გავაკეთებ ხალხის თანხმობის გარეშე ან ხალხის ნების წინააღმდეგ. თუ ჩემი ხალხი ბედნიერი არ იქნება, ბედნიერი ვერც მე ვიქნები", - თქვა ლე პენმა. 

7 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პარტია En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და პარტია ეროვნული ფრონტის მიერ მხარდაჭერილი, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.

კომენტარები