საყოველთაო ჯანდაცვა

ჭიაბერაშვილი: ადამიანთა რაოდენობა, ვინც უფასო წამლებით ისარგებლებს, 5000 არც იქნება

ტაბულა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ადამიანთა რაოდენობა, ვინც სახელმწიფოსგან მედიკამენტების დაფინანსებას მიიღებს 5 ათასზე ნაკლები შეიძლება იყოს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები ძალაში პირველი მაისიდან შევა. 

"ვის დაუფინანსდება წამალი?

მთავრობა აცახადებს:
“2017 წლის ზაფხულიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა იმ ადამიანს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000 ქულას არ აღემატება, ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდება. მედიკამენტებისა და დოზების შერჩევა მოხდა იმ ესენციური მედიკამენტების ნუსხიდან, რომლებიც თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციებით გამოიყენება აღნიშნული დაავადებების მკურნალობისათვის ამბულატორიულ კლინიკურ პრაქტიკაში.”

რეალობაში ეს ნიშნავს:
ქვეყანაში 670,000-მდე მოქალაქეა, რომლის ქულა 100,000-ს არ აღემატება, მაგრამ ყველას არ დაუფინასება წამლის ფული, რადგან ყველას (საბედნიეროდ!) არ აქვს ქრონიკული დაავადება. სამინისტრო არ ამბობს, რამდენ ადამიანზეა გათვლილი “წამლის პროგრამა”. რადგანაც ამ პროგრამის ბიუჯეტი 6 თვეზე სულ 4 მლნ ლარია, ხოლო ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანს თვეში მინიმუმ 150 ლარის მედიკამენტი ესაჭიროება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც რეალურად (და არა პიარისთვის და სტატისტიკისთვის) ისარგებლებს ამ პროგრამით, 5,000 არც კი არ იქნება.

დააკვირდით: 670,000-დან 5,000 - !!!

როდესაც ქვეყანაში ქრონიკული დაავადებების მქონე სოციალურად დაუცველი ნამდვილად 5,000-ზე მეტია, ხოლო პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმები სულაც არაა ნათელი, მთავარი კითხვა ჩნდება: ვინ ისარგებლებს ამ პროგრამით?", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები