პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა

კანდელაკი: დიალოგი აუცილებელია, მაგრამ რუსეთისთვის კომფორტის შექმნა არაა დიალოგი

სულ ცოტა ხნის წინ, ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი. თავისუფალი სამყაროს ორი ლიდერი. ორივე მათგანმა ახსენა უკრაინა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უხსენებია საქართველო. რატომ? იმიტომ, რომ ამისთვის არაფერი არ გაუკეთებია საქართველოს მთავრობას. დიახ, რუსეთთან დიალოგი არის აუცილებელი, მაგრამ უმაღლესი პოლიტიკური დონიდან ჩვენი საკითხის მოხსნა არ არის დიალოგი. საქართველოს რადარებიდან გაქრობა არ არის დიალოგი. რუსეთისთვის კომფორტის შექმნა, რომ არ დადგეს მთელი სიმწვავით ჩვენი საკითხი, არ არის დიალოგი. ყველაფერი ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას კი არ გვაახლოვებს, არამედ გვაშორებს მას.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ მიმდინარე დებატებზე.

კომენტარები