ენმ-ის გაყოფა

ბიბილაშვილი: წასულების მიზანი იყო, ივანიშვილის მოშორება და სააკაშვილის არმოშვება

2016 წლის არ ჩვენები უნდა ყოფილიყო რეფერენდუმი ივანიშვილის თაობაზე და მათ შორის ჩვენი მონაწილეობით და ჩვენი ყოფილი ლიდერშიფის მონაწილეობით და აღმოჩნდა, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი სააკაშვილის თაობაზე, რაც სრულიად არანორმალურია, როდესაც მე-5 წელია ეს მანიაკი მართავს ქვეყანას, თაღლითი მართავს ქვეყანას და ჩვენ ვიძახით, რომ იცით რა ჩვენ ორი მიზანი გვაქვს და ორი კურდღლის მადევარი მახსენდება. ჩვენი მიზანი დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, არის ერთი და გამოკვეთილად ნათელი, რომ ამ ქვეყანას მოვაშოროთ ივანიშვილი, ჩვენი ყოფილი კოლეგების მიზანი იყო ორი, ივანიშვილი მოვაშოროთ და სააკაშვილიც არ მოვუშვათ. ძალიან მარტივია ეს და ეს არ არის სწორი ჩემი აზრით.​​​​​​​

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი პარტია ევროპული საქართველოს წევრების შესახებ ტელეკომპანია რუსთავი ორი ეთერში გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები".

კომენტარები