IRI-ს კვლევა

IRI: მოსახლეობის 97 % ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინფორმაციას ფლობს

Reuters

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 97 % საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობს. 2 % ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, 1 % კი პასუხზე უარს ამბობს.

ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებს მხარს უჭერს მოსახლეობის 90 %. მათგან 64 % სრულებით ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, 26 % კი ნაწილობრივ. მოსახლეობის 6 % ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, მათგან 3 % ნაწილობრივ. 3 % კი პასუხისგან თავს იკავებს/პასუხი არ აქვს.

NATO-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 82 % ემხრობა. მათგან 56 % ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას სრულებით უჭერს მხარს, 26 % ნაწილობრივ. მოსახლეობის 13 % NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს, მათგან 6 პროცენტი ნაწილობრივ. მოსახლეობის 5 %-ს კი პასუხი არ აქვს/თავს იკავებს.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები