საქართველოს რკინიგზა

ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის ორი სადგური გაიხსნება

batumelebi.netgazeti.ge

კოპიტნარში ორი სარკინიგზო სადგურის გახსნა იგეგმება, - ამის შესახებ ტაბულას საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს. რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ კოპიტნარის ძველი სადგური ამ გაზაფხულზე გაიხსნება.

"ახლა კოპიტნარის ძველ სადგურში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უახლოეს მომავალში, ამ გაზაფხულზე ექსპლუატაციაში უკვე იქნება. მატარებლის ფასში შევა რკინიგზის სადგურიდან კოპიტნარის აეროპორტამდე მგზავრების გადაყვანაც", - ამბობენ რკინიგზაში და აღნიშნავენ, რომ "თუ საჭირო იქნება რეისების დამატება, განვიხილავთ. ამ ეტაპზე, არსებული მატარებლები გაჩერდებიან კოპიტნარის რკინიგზის სადგურში".

რკინიგზაში ტაბულას ასევე უთხრეს, რომ მეორე პროექტი ითვალისწინებს დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რკინიგზის სადგურის აშენებას. სადგური დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება, თუმცა დეტალებზე საქართველოს რკინიგზაში არ საუბრობენ.

კომენტარები