ჰოლივუდში ასს აღემატება იმ მსახიობების რაოდენობა, რომელთა ფილმებმაც ჯამში $1 მილიარდზე მეტი შემოსავლის მიღება შეძლეს. ამ მსახიობებიდან სულ 20-ია, ვისმა ფილმებმაც ჯამში $3 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს. ამ მსახიობებიდან ქალი მხოლოდ ერთი - სკარლეტ იოჰანსონია. წარმოდგენილი მონაცემები Box Office Mojo-ს ყოველდღიურად განახლებად სტატისტიკას ეფუძნება.
მსახიობები, რომელთა ფილმებმაც გაყიდული ბილეთებით ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს:
20) სტენლი ტუჩი - $3,123 მილიარდი

ფოტო: Lionsgate
სტენლი ტუჩის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი Hunger Games - Catching Fire-ია, ფილმის ბოქს ოფისი $865 მილიონი დოლარია. შიმშილის თამაშების ფრენჩაიზში ტუჩი ცეზარ ფლიკერმანის როლს თამაშობს.
19) სერ იან მაკელენი - $3,150 მილიარდი

ფოტო: New Line Cinema
ბრიტანელ მსახიობს პოპულარობა და ფანების საერთაშორისო აღიარება X – Men-ის ფრენჩაიზში შესრულებულმა მაგნეტოს როლმა და ბეჭდების მბრძანებლებსა და ჰობიტში შესრულებულმა გენდელფის როლმა მოუტანა.
18) მეთ დეიმონი - $3,157 მილიარდი

ფოტო: Twentieth Century Fox
ოსკაროსანი მეთ დეიმონის კარიერაში გაყიდული ბილეთების მიხედვით პირველ ადგილზე 2015 წელს გამოსული, რიდლი სკოტის ფილმი მარსელია. ფილმის ბოქს ოფისი $630 მილიონი დოლარია.
17) სტელან სკარსგარდი - $3,175 მილიარდი

ფოტო: Disney
65 წლის შვედი მსახიობის ფილმოგრაფია 43 როლს ითვლის, თუმცა მისი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მარველის თორია, ფილმმა $644 მილიონის გენერირება შეძლო.
16) ბრიუს უილისი - $3,189 მილიარდი

ფოტო: 20th Century Fox
ბრიუს უილისს საერთაშორისო პოპულარობა ‘’კერკეტი კაკალის“ ფრენჩაიზში შესრულებულმა როლმა მოუტანა. ჯამში 1988- 2013 წლებში ამ ფრენჩაიზის ხუთი ფილმის პრემიერა შედგა. თუმცა მის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მეექვსე გრძნობაა, რომელმაც $672 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
15) უილ სმიტი - $3,205 მილიარდი

ფოტო: Warner Bros.
უილ სმიტის პოპულარობა მოუტანა 1990 წელს გამოსულმა სატელევიზიო სერიალმა ბელ ეარის ახალმა პრინცმა, რის შემდეგაც მისი კარიერის აღზევება ბლოკბასტერ - დამოუკიდებლობის დღესა და კაცები შავებში შესრულებულმა როლებმა გამოიწვია. უილ სმიტის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი თვითმკვლელთა რაზმია, ფილმის შემოსავალი $745 მილიონი დოლარია.
14) რობერტ დე ნირო - $3,233 მილიარდი

ფოტო: Universal
ოსკაროსანი რობერტ დე ნიროს კარიერაში შემოსავლების მიხედვით ყველაზე წარმატებული ფილმი „გაიცანით ფოერებია“, ეს დე ნიროს მონაწილეობით გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ფილმია.
13) რობინ უილიამსი - $3,279 მილიარდი

ფოტო: 20th Century Fox
რობინ უილიამსის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ღამე მუზეუმში იყო, ფილმმა $574 მილიონის შემოსავალი მიიღო.
12) გარი ოლდმანი - $3,301 მილიარდი

გარი ოლდმანის კარიერაში გაყიდული ბილეთების მიხედვით ყველაზე წარმატებული ფილმი შავი რაინდია.
11) მაიკლ კეინი - $3,351 მილიარდი

ფოტო: Summit Entertainment
მაიკლ კეინის ფილმოგრაფია 115 ფილმისგან შედგება. კეინის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი შავი რაინდია.
10) ჯონი დეპი - $3,368 მილიარდი

ფოტო: Disney
ჯონი დეპის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი კარიბის ზღვის მეკობრეები - მიცვალებულის ზარდახშაა, ფილმის სრული შემოსავალი $1 მილიარდია.
9) ენტონი დენიელსი - $3,420 მილიარდი

ფოტო: Disney
დენიელსი ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზში თარჯიმანი ანდროიდის, C-3PO-ს როლით გახდა ცნობილი. მან აქამდე გამოსულ ყველა ვარსკვალური ომების ფილმში შეასრულა C-3PO-ს როლი.
8) სკარლეტ იოჰანსონი - $3,610 მილიარდი

ფოტო: Marvel
სკარლეტ იოჰანსონის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მარველის შურისმაძიებლებია, ფილმის შემოსავალი $1.5 მილიარდს აღემატება.
7) ტომ კრუზი - $3,645 მილიარდი

ფოტო: Paramount Pictures
ტომ კრუზის კარიერის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი სტივენ სპილბერგის სამყაროთა ომია, რომლის ბოქს ოფისიც $700 მილიონია.
6) ედი მერფი - $3,811 მილიარდი

ფოტო: Paramount Pictures
ედი მერფის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი შრეკი 2-ია, ფილმის ბოქს ოფისი $919.8 მილიონი დოლარია.
5) რობერტ დაუნი უმცროსი - $3,947 მილიარდი

ფოტო: Marvel
რობერტ დაუნი უმცროსის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი მარველის შურისმაძიებლებია, ფილმის შემოსავალი $1.5 მილიარდს აღემატება.
4) მორგან ფრიმენი - $4,470 მილიარდი

ფოტო: Warner Bros.
მორგან ფრიმენის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი კრისტოფერ ნოლანის შავი რაინდია.
3) ტომ ჰენკსი - $4,502 მილიარდი

ფოტო: Columbia Pictures
ტომ ჰენკსის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი სათამაშოების ისტორია 3-ია. აღნიშნულმა ფილმმა გაყიდული ბილეთების სახით $1 მილიარდზე მეტი მოაგროვა.
2) ჰარისონ ფორდი - $4,871 მილიარდი

ფოტო: Disney/LucasFilm
74 წლის ჰარისონ ფორდის კარიერაში გაყიდული ბილეთების მიხედვით ყველაზე წარმატებული ფილმი 2015 წელს გამოსული Star Wars: The Force Awakens-ია, რომელმაც გაყიდული ბილეთებით $2 მილიარდის გენერირება შეძლო.
1) სამუელ ელ ჯექსონი - $4,966 მილიარდი

ფოტო: The Weinstein Company
68 წლის სამუელ ელ ჯექსონის კარიერაში, გაყიდული ბილეთების მიხედვით ყველაზე წარმატებული ფილმი 2012 წელს გამოსული შურისმაძიებლებია, ფილმმა $1.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
შენიშვნა: წარმოდგენილი მსახობების მონაწილეობით გადაღებული ფილმების შემოსავლები მოცემულია ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინების გარეშე.





