აქცია ბათუმში

პრემიერი ბათუმის აქციაზე: სერიოზულ პროვოკაციას ავარიდეთ თავი, ბეწვის ხიდზე გავიარეთ

მინდა, ორიოდე სიტყვით მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისი მოზომილი, მოთმინებული, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც, ჩვენ შევძელით, რომ ძალიან სერიოზულ პროვოკაციას თავი ავარიდეთ და მართლაც და, ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მინდა, პოლიციელებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, ვინც ჩართული იყო, მადლობა ვუთხრა ვაჟკაცობისთვის, მოთმინებისთვის, აჭარის მთავრობას და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. გამოძიება მიმდინარეობს და არავის არ უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. მინდა ვთქვა, რომ გამოძიება აუცილებლად გაგრძელდება და მივა დასასრულამდე და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ბათუმის აქციის შესახებ.

კომენტარები