დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურატურა: შორენა თეთრუაშვილი უკვე დავკითხეთ

საქართველოს მთავრ პროკურატურაში პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი უკვე დაკითხეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს, თუმცა არ დაუკონკრეტეს, როდის და რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი დაკითხვა.

ტაბულას კითხვაზე, დაკითხეს თუ არა საქართველოს საპატრიარქოს სხვა თანამშრომლებიც, პროკურატურაში თქვეს, რომ საგამოძიებო მოქმედებებზე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, "თუმცა დაიკითხება ყველა, ვისი დაკითხვაც იქნება საჭირო".

ე.წ. ციანიდის საქმეზე, შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს. გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

კომენტარები