ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის უსამართლობა და ძალმომრეობა, რომლითაც პრეზიდენტი იქნა არჩეული, თუნდაც ბოლო ბილბორდები რომ ავიღოთ მხოლოდ მეორე ტურის და ა.შ. მე მაშინ რეგიონში ვიყავი და მახსოვს, რა ძალმომრეობას ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიქნები ობიექტური და მიუკერძოებელი და ვიტყოდი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხიდან გამოშვება ნამდვილად არის ხელისუფლების და პირადად მისი [ბიძინა ივანიშვილის] ნება, უბრალოდ, საპატრიარქოს არ დაუპირისპირდნენ. ჩემთან პირად საუბარში ეს დაუფიქსირებიათ და მე აქ უკვე მჯერა ნამდვილად გულწრფელობის
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე
მეუფე პეტრე: ხელისუფლების ნებაა დეკანოზის გათავისუფლება, საპატრიარქოს არ დაუპირისპირდნენ
tbl.ge/4eqr
დაკოპირდა

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილისადმი ისე კრიტიკულად განწყობილი, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი.
ამავე თემაზე
- ადვოკატი: დეკანოზი მარტის შემდეგ ნევროლოგის მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი
- მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძეზე: ამ ადამიანის ხელშია გასაღები 42-წლიანი კერპის დამსხვრევისა
- პრეზიდენტი: იოანე პავლე II-მ თავდამსხმელს რამდენიმე თვეში აპატია, მაგრამ ის 19 წლის მერე გაუშვეს
- ზურაბიშვილი: ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე
- თორნიკე მამალაძე: ილია II-მ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა