ძალიან ნაყოფიერი განხილვა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ იყო, ბევრი ცვლილება განხორციელდა. მათ შორის მთავარი არჩევნები და ახალი პარლამენტია, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი მიმართული საქმიანობა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება არჩევნებს შორის პერიოდში. ინსტიტუციების ეფექტურ მუშაობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ასახული იყოს განსხვავებული ინტერესებიც, მათ შორის, უმცირესობისა და ოპოზიციის.
tbl.ge/27cq
დაკოპირდა

განცხადება ამის შესახებ კონგრესმენმა დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. (რუსთავი 2-ის თარგმანი)
ამავე თემაზე
- უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს
- რუბიო: საქართველოს მთავრობას ვუთხარით, თუ რა უნდა გააკეთონ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად
- მდინარაძე აშშ-ზე: გვაქვს მოლოდინი, რომ სახვეწარი აღარ გაგვიხდება ვიზები, პირდაპირი ფრენები
- კინზინგერი: ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია საკმარისია იმისთვის, რომ ნატოში მივიღოთ
- კინზინგერი: მთავრობას მოვუწოდებ, სწრაფად ჩართონ ამერიკული ინვესტიციები ანაკლიის პროექტში




