ყაჩაღობა

ქუთაისში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

ქუთაისში ინკასაციის ჯგუფს, რომელთაც თანხა მაღაზიასთან მდებარე ჩასარიცხი აპარატიდან გაჰქონდა, ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. შემთხვევა საფიჩხიის უბანში, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხის გატაცება შეძლეს თავდამსხმელებმა.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები