Brexit

ბრიტანეთის მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე BREXIT-ის პროცედურას ვერ დაიწყებს

BRexit

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრიტანეთი პარლამენტის თანხმობის გარეშე ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას ვერ დაიწყებს.

ბრიტანეთის მთავრობას სურდა, რომ ლისაბონის შეთანხმების 50-ე თავი, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაწყებას ნიშნავს, ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე აემოქმედებინა, რადგან შესაბამის გადაწყვეტილებას მოსახლეობამ რეფერენდუმზე დაუჭირა მხარი. პარლამენტის წევრთა და აქტივისტთა ნაწილი მინისტრთა კაბინეტის მსგავს პოზიციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა.

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ, 2016 წლის 3 ნოემბერს გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთის მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას ვერ დაიწყებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომაც უმაღლესი სასამართლოს პოზიცია დაიჭირა.

კომენტარები