საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მანძილზე საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $1.15 მილიარდი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია, შესაბამისად გზავნილების რეიტნგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.
ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე რუსეთია, 2015 წელთან შედარებით რუსული გზავნილების რაოდენობა 8%-ით შემცირდა. აშშ-დან კი გზავნილები 27%-ით გაიზარდა, ასევე 84%-ით გაიზარდა ისრაელიდან სემომავალი გზავნილების მოცულობა.
2016 წლის მანძილზე საქართველოდან უცხოეთში $194 მილიონი გადაირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 13.5%-ით მეტია.
ფულადი გზავნილები ექსპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა.





