სენატორების ვიზიტი

ქაცარავა სენატორებზე: მათი გზავნილები ყველა მიმართულებით იყო ძალიან პოზიტიური

ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ამ პერიოდში. ცხადია, ეს იმის გამოხატულება და დემონსტრირებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ უცხადებს და აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. მათი გზავნილები ყველა მიმართულებით, მედიათავისუფლების მიმართაც და დემოკრატიული განვითარების პროცესების მიმართაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამერიკელი სენატორების ვიზიტზე საქართველოში, რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები