სულ ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა სტამბოლში, ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად. 21 მათგანი იდენტიფიცირებულია და მათ შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 5 კი თურქეთის.
დაშავებულია 69 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ფოტო: REUTERS
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კლუბს არა ერთი, არამედ ორი ადამიანი დაესხა თავს და ამ დროს ღამის კლუბში 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ფოტო: REUTERS





