კრიმინალი

მარნეულში ცოლმა ქმარი მოკლა, ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა

Getty Images

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლმა ოჯახური კონფლიქტის დროს ქმარი ნაჯახით მოკლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები