ფილიპინების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ტაიფუნმა ნოკ-ტენმა გადაუარა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ტაიფუნი ამჟამად ფილიპინების დედაქალაქ მანილას უახლოვდება. მათივე ცნობით, ფილიპინების უსაფრთხოების სამსახური განგაშის რეჟიმზეა გადაყვანილი.

ფოტო: EPA
ტაიფუნის მოახლოებამდე, ფილიპინების სანაპირო რეგიონებიდან დაახლოებით 220 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. ისინი დროებით თავშესაფრებში არიან გადაყვანილები.
შეგახსენებთ, რომ ფილიპინებზე 2013 წელს მომხდარ სუპერტაიფუნ ჰაიანს 7350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ფოტო: AFP





