ტაიფუნმა ბაბინკამ შანხაიში ბოლო 70 წელიწადში ყველაზე ძლიერი შტორმი გამოიწვია.
მოსახლეობა თავშესაფრებშია უარესის მოლოდინში, რადგან ბაბინკა ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც შანხაის თავს დაატყდა 1949 წლის ტაიფუნი გლორიას შემდეგ.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა 10 000-ზე მეტი ხე მოგლიჯა, 400 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია საფრთხის შემცველი სახლებიდან.
სახელმწიფო მედიის ცნობით, მობილიზებულია 56 000-ზე მეტი მაშველი, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი დაშავდა ქარიშხლის შედეგად.
კვირა საღამოს გაუქმდა 1 400-ზე მეტი ფრენა ქალაქის ორი აეროპორტიდან და 570-ზე მეტი სამგზავრო მატარებლის რეისი, რამაც უამრავი ადამიანის შეაფერხა.





