ჩოგბურთი

უიმბლდონის ორგზის გამარჯვებული პეტრა კვიტოვა მძარცველებმა საკუთარ სახლში დაჭრეს

AP

უიმბლდონის ორგზის გამარჯვებული და დღევანდელი რეიტინგით (WTA) მსოფლიოს მეთერთმეტე ჩოგანი პეტრა კვიტოვა საკუთარ სახლში მძარცველებმა დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კვიტოვას თავდამსხმელებმა მარცხენა ხელზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. კვიტოვა ჩეხეთის ქალაქ პროსტეიოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, მძართველების სამიზნე პეტრა კვიტოვა არ ყოფილა და ცნობილი ჩოგბურთელის სახლი მათ შემთვევით აარჩიეს.

პოლიცია მძარცველებს ამ დრომდე ეძებს.

კომენტარები